მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის 38% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის - რა საქონელს ყიდის საქართველო?

ავტომობილები

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მლრდ 791 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი წლის ჭრილში 14.6%-ით გაიზარდა და 2 მლრდ 595 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ოფიციალური სტატისტიკით, წლის პირველ 5 თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 974.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6%-ს შეადგენს და რეექსპორტს წარმოადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 136.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 98.4 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - $974.7 მლნ, წლიური ზრდა 31.8%
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $136.5 მლნ, წლიური ზრდა 86.6%
  • სპირტიანი სასმელები - $98.4 მლნ, წლიური კლება 5.7%
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $97.8 მლნ, წლიური კლება 30.5%
  • ფეროშენადნობები - $74 მლნ, წლიური კლება 30%
  • მინერალური და მტკნარი წყლები შაქრის დანამატების გარეშე - $73.7 მლნ, წლიური ზრდა 13.1%
  • მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით - $63.2 მლნ, წლიური ზრდა 39.2%
  • აზოტოვანი სასუქები - $52.9 მლნ, წლიური ზრდა 0.8%
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $47.3 მლნ, წლიური ზრდა 3.2%
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $47.1 მლნ, წლიური ზრდა 13.9%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები