მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის 60%-იანი ზრდა გვაქვს - ფარმაცევტული კომპანია "აბი ფარმი"

5f17043bc05e0
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 22:29
1259
ქართული ფარმაცევტული კომპანია „აბი ფარმის” გენერალური დირექტორის ირაკლი ჭანკოტაძის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით გაიზარდა.

მისივე თქმით, გამოწვევების მიუხედავად ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანიამ 0.5 მლნ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები გაიტანა ექსპორტზე. 

"ექსპორტს შუა აზიის ქვეყნებში ყირგიზეთში, უზბეკეთში, სომალიში, ერაყსა და სომხეთში ვახორციელებთ“, - განუცხადა BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

„ექსპორტზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ლოგისტიკის პრობლემებია. ტარიფები დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი და ზოგადად გადაზიდვა არის პრობლემა, ვინაიდან მიწოდების დრო ძალიან გაიზარდა. ვირუსის გავრცელების პირველი ორი თვე გაცილებით ჩავარდნილი და მკვდარი იყო, რადგან ყველა გაჩერებული იყო და ვინ რას მოითხოვდა არ ვიცოდით. აპრილის შემდგომ მდგომარეობა შეიცვალა“, - აღნიშნა „აბი ფარმის“ გენერალურმა დირექტორმა.

საქსტატის მონაცემებით, დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 2020 წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით 56.9%-ით შემცირდა და $45.5 მილიონი დოლარი შედგინა.

ცნობისთვის, ქართული ფარმაცევტული კომპანია „აბი ფარმი“ ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. კომპანია 20 დასახელების სხვადასხვა ჯგუფის სტერილურ საინექციო ანტიბიოტიკებს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ჰოსპიტლებში გამოიყენება. პროდუქცია მზადდება როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები