მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ღონისძიებები უმეტესად შეესაბამება კარგ პრაქტიკას - აუდიტის სამსახური

622cc5b30338a
BM.GE
12.03.22 19:50
931
ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საბაზისო ფუნქციები და ღონისძიებები უმეტესად შეესაბამება კარგ პრაქტიკას, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს განხორციელებულული ღონისძიებების ნაწილი, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებებს აღწერს.

აუდიტი 2018 წლიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ანალიტიკური მიზნებისთვის, ასევე ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირებისას გათვალისწინებულა 2021 წლის ბოლომდე პერიოდი.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, მიღწეული შედეგების შეფასების მიმართულებით სააგენტოს გავლენის შეფასების სქემის შემუშავება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს სააგენტოს საქმიანობა, მნიშვნელოვანია, სააგენტომ დოკუმენტში განსაზღვროს რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და უზრუნველყოს მისი პრაქტიკული გამოყენება.

„აღსანიშნავია, რომ კმაყოფილების კითხვარების შედეგების მიხედვით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს ორი ძირითადი სერვისით მოსარგებლე კომპანიებს, სააგენტოს საქმიანობა გამოფენებისა და სასერტიფიკაციო კურსის ორგანიზების მიმართულებით დადებითად ფასდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია სააგენტოს მიერ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების გაუმჯობესებისკენ.