მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

64885e4873e24
BM.GE
13.06.23 16:26
467
სტატიაში საუბარია:
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი გერმანელ და ბრიტანელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა ჟურნალისტებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობები გააცნო.

უცხოელი ჟურნალისტების მედიატური, რომელიც აერთიანებს ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა BBC Radio 4, Financial Times, The Telegraph, Slow Food in the UK და სხვა, „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ერთად მოეწყო.

ტურის მიზანია მოხდინოს ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის და ზოგადად, ქვეყნის პოპულარიზაცია სხვადასხვა საერთაშორისო მედია არხებში. ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში ეწვევიან და ადგილობრივ საწარმოებს გაეცნობიან.

მიხეილ ხიდურელის თქმით, მსგავსი ტურები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გაცნობას მსოფლიოს სხვადასხვა სამიზნე ბაზრებისთვის და გაზრდის მათი ექსპორტზე გატანის შესაძლებლობებს.

„საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოს საინვესტიციო გარემო, შეღავათები, რომელსაც ვთავაზობთ საერთაშორისო ინვესტორებს და ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი. ამ ტურის ფარგლებში ბრიტანელი და გერმანელი ჟურნალისტები ასევე გაეცნობიან ქართველ მეწარმეებს, რომლებმაც დაიწყეს ან გააფართოვეს ბიზნესი და მოახდინეს საკუთარი პროდუქციის დივერსიფიკაცია როგორც „აწარმოე საქართველოში“, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის ზრდას და აღინიშნა, რომ ეს მაჩვენებელი დღეს 30%-ია, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში კი ექსპორტის წილი საკმაოდ მაღალია.

მედიის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტურის ფარგლებში დეტალურად გაეცნობიან ქართულ პროდუქტებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები