მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ექსპორტისთვის პროდუქციას სერტიფიცირება სჭირდება, რაც ძვირი სიამოვნებაა”- Basalt Fibers

63f4dc1c3c666
ანუკა ჯოხაძე
21.02.23 22:00
772
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გამოწვევები, ფინანსებსა და კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის დაბალი დონე, იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება და ლაბორატორიებზე შეზღუდული წვდომა, - ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რაც სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებლებმა დაასახელეს. პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე დღეს პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფორმატში იმსჯელეს.

სამშენებლო მასალების მწარმოებლები, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, როგორც სხვა ინდუსტრიებში მომუშავე სუბიექტები კადრების მწვავე დეფიციტს ასახელებენ. როგორც ისინი ამბობენ, სექტორში ხელფასები მათ მოგების შემცირების ხარჯზე უკვე გაზარდეს, თუმცა ინტერესი მაინც დაბალია, რაც მათ საქმიანობას აზარალებს.

კიდევ ერთ გამოწვევაზე საუბრობს კომპანია Basalt Fibers-ის გენერალური დირექტორი ივერ ქუცნაშვილი. როგორც ის ამბობს, სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებისთვის პრობლემაა გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე წვდომაც, რაშიც სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვს. მისი განმარტებით, სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ექსპორტის წინაპირობაა ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.

“ექსპორტისთვის პროდუქციას სჭირდება სერტიფიცირება, რომელიც ძვირი სიამოვნებაა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის განვითარების კომპეტენცია, რესურსები. თუ გავითვალისწინებთ ვისთან გვაქვს კონკურენცია, ეს ბაზრები იმდენად განვითარებულია, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მხარდაჭერა ექსპორტის განვითარების მიმართულებით.

ეს იმისთვის, რომ ქართველი მწარმოებლების კონკურენტული უპირატესობა გაიზარდოს, რითაც შეივსება ის დეფიციტი რაც აქვთ ქართულ კომპანიებს. სამშენებლო მასალების ძირითადი ექსპორტიორები საქართველოდან არ არიან დიდი კომპანიები, არიან საშუალო ზომის ბიზნესები, რომელთან არ აქვთ ისეთი რესურსები, რომ მხარდაჭერის გარეშემ სრულფასოვნად შეძლონ ბაზრების სწრაფად განვითარება,”-ამბობს Basalt Fibers-ის გენერალური დირექტორი ივერ ქუცნაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები