საქსტატმა 2025 წლის პირველი ნახევრის ექსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ექსპორტი წელს 13%-ით 3.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ, რომელიც წელს 30%-ით, 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მეორე ადგილს 175 მილიონი დოლარით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომლის ექსპორტიც წელს 72%-ით გაიზარდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 123 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე 22%-ით არის შემცირებული ღვინის ექსპორტიც.
საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი 2025 წლის იანვარ-ივნისში
| # | ექსპორტი – საქონელი | მოცულობა მილიონი დოლარი | ცვლილება წინა წელთან შედარებით |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $1.2 მილიარდი დოლარი; | 30% |
| 2 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $175 მილიონი დოლარი; | 72% |
| 3 | სპირტიანი სასმელები | $123 მილიონი დოლარი; | -7% |
| 4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $122 მილიონი დოლარი; | -22% |
| 5 | ფეროშენადნობები | $96 მილიონი დოლარი; | -33% |
| 6 | მინერალური და მტკნარი წყლები | $90 მილიონი დოლარი; | 12% |
| 7 | გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით | $81 მილიონი დოლარი; | 38% |
| 8 | აზოტოვანი სასუქები | $69 მილიონი დოლარი; | 13% |
| 9 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $60 მილიონი დოლარი; | 12% |
| 10 | დაუმუშავებელი/ნახევრადდამუშავებული ოქრო | $59 მილიონი დოლარი; | 19% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $1,143 მილიონი დოლარი; | 7% |
ექსპორტში უკვე მეორე წელია ყირგიზეთი ლიდერობს, რაც გააქტიურებულ ავტოექსპორტს უკავშირდება. ამ ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში 681 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 50%-ით არის გაზრდილი. 414 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე ყაზახეთია, რაც ასევე ავტოექსპორტს უკავშირდება. მესამე პოზიციას კი 342 მილიონი დოლარით აზერბაიჯანი იკავებს.




























