მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტზე 10 000 ჩანთა გვაქვს გატანილი" - "ქისა"

qisa

„ქისა“ ქართული ბრენდია, რომელიც ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით, ტყავის ჩანთებს აწარმოებს და პროდუქციის 99% ექსპორტზე გააქვს. როგორც „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა ეკატერინე რამიშვილმა აღნიშნა, "ქისა" დღეს უკვე საერთაშორისო ბრენდია.

„ჩვენი პროდუქტი დიდი მოწონებით სარგებლობს, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვრებს გარეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქისა“ დღეს უკვე საერთაშორისო ბრენდია. ამას ისიც მოწმობს, რომ ბრენდის პროდუქციის 99% ექსპორტზე გადის.“ - აღნიშნა ეკატერინე რამიშვილმა.

„ქისას“ საექსპორტო პროდუქციის 90% აშშ-ს ბაზარი ითვისებს. საერთო ჯამში „ქისას“ ექსპორტზე 10 000 ჩანთა აქვს გატანილი.

„ექსპორტზე წარმატების პარალელურად, ჩვენ თბილისში გავხსენით „ქისას“ საწარმოც და შოუ-რუმიც, სადაც შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლებს დაათვალიერონ პროდუქციის წარმოების პროცესი და ასევე შეიძინონ მზა პროდუქცია.“ - აღნიშნა ეკატერინე რამიშვილმა.

„ქისა“ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 40 სახეობის ტყავის პროდუქციას აწარმოებს. ესენია ჩანთები, საფულეები, ლეპტოპის ჩანთები და ა.შ. ფასები კი 250 დოლარიდან იწყება.

„ჩვენი პროდუქცია ძირითადად საქართველოში მზადდება და აქედან იგზავნება ყველგან. თუმცა ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები ამერიკაშია დასაწყობებული.“ - აღნიშნა „ქისას“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები