მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტზე ჩვენი არომატების გატანას ვგეგმავთ“ – სად გაიყიდება „ფიზის“ შუშხუნა სასმელი?

64673c65363b6
ნანუკა ნარიმანიძე
21.05.23 09:20
755
შუშხუნა სასმელების დასამზადებელი აპარატებისა და არომატების კომპანია "ფიზი" რეგიონებში ექსპორტზე გასვლასა და პროდუქტის გატანას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა თორნიკე ჯიბუტმა ისაუბრა.

„ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს და ვფიქრობთ, ჩვენი არომატების რეგიონის ქვეყნებში გატანას, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ვცდილობთ, მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, გარდა ამისა, უახლოეს სამომავლო გეგმებშია თბილისში სტენდის დამატება“, - დასძინა მან.

კომპანია არომატებს თბილისში აწარმოებს და საჭირო ნედლეულს გერმანიიდან იღებს, ამასთან, შუშხუნა სასმელების დასამზადებელი აპარატები ჩინეთში, კომპანიის კერძო დაკვეთით მზადდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ აპარატები ახალი და უცხოა საქართველოს ბაზარზე, მომხმარებლისგან ბევრი შეკითხვა ჩნდება როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ვცდილობთ, ამ კულტურის დანერგვას და არსებულ ბაზარზე ცნობიერების ამაღლებას, რადგან ჩვენი პროდუქტის გამოყენება აქტიურადაა შესაძლებელი, გამოიყენება, როგორც ჰორეკა სექტორში, ასევე ოჯახებსა და სახლებში“, - აღნიშნავს დირექტორი.

გარდა ამისა, თორნიკე ჯიბუტმა კონკურენციაზეც ისაუბრა: „საქართველოს ბაზარზე შევხვდებით როგორც ქართული წარმოების, ასევე იმპორტირებულ არომატებს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კონკურენციაში შევიდეთ ამ კომპანიებთან, რაც კარგად გამოგვდის, ბოლო წლებში ჩვენს პროდუქტის წარმადობა მზარდია“, - განმარტა მან.

„ფიზი“ 2020 წელს 150 000 ლარიანი ინვესტიციით დაარსდა, კომპანია 15-მდე ადამიანს ასაქმებს. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები