მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტზე გასასვლელად საკმარისი ადამიანური რესურსი გვჭირდება - ტექნოლოგიური კომპანია UGT

63a07b0237da3
თინათინ ნატმელაძე
20.12.22 09:00
657
„ბიზნესს ექსპორტზე გასვლა და განვითარება სჭირდება, ამის გარეშე მოკვდება, თუმცა ეს ეკონომიკის ზრდასა და სპეციალისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული“ - ამის შესახებ გადაცემა „Forbes კვირა“-ს ეთერში ციფრული ტექნოლოგიების კომპანია UGT-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა ერმილე სულაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ექსპორტზე გასასვლელად ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

„მოვახერხეთ, რომ ტექნოლოგიური ადამიანური რესურსის იმპორტი ჩავანაცვლეთ - როდესაც ქართული კომპანიები ტექნოლოგიურ პროდუქტს უკვეთენ, ძალიან იშვიათად გვჭირდება, რომ დასახმარებლად უცხოელების ჯგუფი ჩამოვიყვანოთ, თუმცა იმას, რომ ჩვენს ცოდნაზე დაფუძნებული ფილიალი უკრაინაში ან პოლონეთში გავხსნათ და ექსპორტზე გავიდეთ, ადამიანური რესურსი და სპეციალისტები სჭირდება, რომლის ნაკლებობასაც ქვეყანა განიცდის.

ამასთანავე, ჩვენი განვითარება მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული - თუ ეკონომიკა წელიწადში 5%-ით გაიზრდება, რაც 10%-ის ნომინალურ ზრდას ნიშნავს, შეგვეძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ბიზნესი ნორმალურად მიდის", - აცხადებს ერმილე სულაძე.

UGT-ის გენერალური დირექტორი „Forbes კვირა“-ს ეთერში ასევე ჰყვება, რომ ტექნოლოგიურ სფეროსთან ერთად კომპანია მომიჯნავე ბიზნესებში შესვლასაც ცდილობს, ერთ-ერთი მათგანი კი შენობების მართვას, ანუ ელექტროსისტემებს უკავშირდება.

„2-3 წელია, რაც შევედით შენობების მართვის ბიზნესში, ანუ ელექტროობაში, იქ დავინახეთ შესაძლებლობა, რადგან იქაც ძალიან დიდი ჩამორჩენაა ცოდნაში, ჩვენ კი ყოველთვის ვეძებთ ბიზნესებს, რომლებიც არა დიდ კაპიტალზე, არამედ დიდ ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

ამ სფეროში უკვე წარმატებული ნაბიჯები გადავდგით და რამდენიმე ბრენდირებულ სასტუმროში დიდი პროექტები განვახორციელეთ, რასაც საქართველოში ძირითადად თურქები, ან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები აკეთებდნენ.“ - ამბობს ერმილე სულაძე.

შეგახსენებთ, რომ UGT ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენელია, როგორიცაა Microsoft, Dell, HP, Oracle, IBM, Bosch და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები