მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტზე გასვლის დიდი სურვილი გვაქვს“ – „კარაველა“

6446628510003
ნანუკა ნარიმანიძე
29.04.23 09:54
715
ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელნაკეთი კარვების ბრენდი „კარაველა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს, ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა ბარბარე გალდავამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„დაინტერესებულები ვართ უცხოური ბაზრით და აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე გასასვლელად, გვინდა, როგორც კარვების, ასევე სხვა შემავსებელი პროდუქტების გატანა“, - განმარტა მან.

გარდა ამისა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამფუძნებელს სურს მასტერკლასების ჩატარება მშობლებისა და ბავშვებისთვის.

„ბოლო პერიოდში, ძალიან დიდი მოთხოვნაა კარვებისა და სათამაშოების შეკერვის შესწავლაზე, სამომავლო გეგმებში გვაქვს ჩვენი სახელოსნოს გაფართოება და მასტერკლასების ჩატარება მსურველთათვის“ - აღნიშნა დამფუძნებელმა.

„კარაველა“ 5 წლის წინ, 300 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა და თავდაპირველად მომხმარებელს ხელნაკეთ კარვებს სთავაზობდა, ახლა პროდუქცია გაფართოვდა და დღეს ბრენდი კარვებთან ერთად სენსორულ საქანელებს, ჩანთებს, ბალიშებს, დეკორატიულ ხალიჩებსა და ფარდებს აწარმოებს.

„თავდაპირველად სახელოსნოც არ გვქონდა, დღეს კი მომხმარებელს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ჩვენი პატარა სახელოსნო და შოურუმი დახვდება,მოთხოვნასთან ერთად გავზარდეთ როგორც პროდუქცია, ასევე ჩვენი გუნდიც“, - ამბობს ბარბარე გალდავა.

„კარაველა“ 5 ადამიანს აერთიანებს, ბრენდის პროდუქციის შეძენა ონლაინ პლატფორმებსა და შოურუმშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები