მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსტრემალური ამინდი 2030 წლისთვის მსოფლიო მოდის ინდუსტრიას $65 მლრდ დაუჯდება

ბანგლადეში

კორნელის უნივერსიტეტისა და საინვესტიციო მენეჯერის შროდერსის კვლევის თანახმად, ექსტრემალური სიცხე და წყალდიდობა დიდ დარტყმას მიაყენებს გლობალურად მოდის ინდუსტრიას - ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, ბანგლადეში, პაკისტანი, ვიეტნამი და კამბოჯა განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, ექსპორტიდან შემოსავლის 22%-იანი ვარდნით - და უფრო ფართო ეკონომიკური დარტყმით, რომელიც პროგნოზირებულია ათწლეულის ბოლოს.

შროდერსის და კორნელის გლობალური შრომის ინსტიტუტის მკვლევრების აზრით, მოდის ბრენდებმა, რომლებიც მრავლადაა აღნიშნულ ქვეყნებში, უნდა შეცვალონ სამუშაო საათები და უზრუნველყონ დაქირავებულთა საკმარისი დასვენება და ჰიდრატაცია მოსალოდნელი შეფერხების საპასუხოდ.

კვლევისთვის ოთხი აზიური ქვეყანა შეირჩა მათი როლის, როგორც ინდუსტრიის ცენტრის გამო. ამ ქვეყნებში დაახლოებით 10,000 ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქარხანა და 10,6 მლნ-ზე მეტი მომუშავე პერსონალია, ამასთან ოთხივე ქვეყანა ერთად ტანსაცმლის გლობალური ექსპორტის 18%-ს შეადგენს.

მიუხედავად მრავალი ქარხნისა, ისინი ძალიან დაუცველია კლიმატის კრიზისის მიმართ. ტანსაცმლის წარმოების ძირითადი ცენტრები, მათ შორის დაკა, პნომპენი, ყარაჩი, ლაჰორი, ჰო ჩიმინი და ჰანოი უკვე განიცდიან ექსტრემალურ სიცხესა და ტენიანობას, - აღნიშნავენ ავტორები.

პრობლემაა წყალდიდობებიც, მათ შორის პაკისტანში. ამასთან, პაკისტანსა და ბანგლადეშში სიცხის ტალღები ბოლო თვეებში 40°C-ს (104°F) აჭარბებს. მკვლევრების თქმით, ასეთი სიცხეებისა და წყალდიდობების პირობებში, თუ ქარხნის მფლობელები პროაქტიურად არ მიიღებენ ზომებს დასაქმებულების სტრესისა და პრობლემების შესამცირებლად, ამ პრობლემებით გამოწვეული ხარჯები 2030 წლისთვის 65 მილიარდი დოლარამდე გაიზრდება.

კორნელისა და შროდერსის ჯგუფმა განაცხადა, რომ დასახეს სცენარი, თუ როგორ იმოქმედებს მიმდინარე კლიმატი მწარმოებელ მუშაკებზე. კვლევის თანახმად, სითბოს სტრესი გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს დასაქმებულთა პროდუქტიულობაზე. კვლევის ავტორებმა მოუწოდეს ბიზნესს და მარეგულირებლებს, დაიცვან ისინი ექსტრემალური ამინდისგან,  ანაზღაურებადი შვებულებითა და სამუშაოს შეჩერების უფლებით, ვინაიდან მსგავსი კლიმატი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მოდის ბრენდებმა ასევე უნდა განიხილონ, რომ დაეხმარონ მომწოდებლებს თავიანთი ობიექტების ახლომდებარე, უფრო დაბალი რისკის ადგილებში გადატანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები