კადრების დეფიციტზე საუბრობენ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. უფრო კონკრეტულად საუბარია ექთნების ნაკლებობაზე. 2022 წლის ჯანდაცვის ბარომეტრს თუ დავეყრდნობით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო მკვეთრად განსხვავდება ევროპის საშუალო მაჩვენებლებისგან. ქვეყანაში ერთი მხრივ ექიმების სიჭარბე, ხოლო მეორე მხრივ ექთნების დეფიციტია. ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1.8-ჯერ აღემატება ევროპის საშუალოს; ხოლო ექთნების რაოდენობა (100,000 მოსახლეზე)-1.3-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნულ პრობლემაზე ახალი კვლევა USAID-ის მხარდაჭერით PMC კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო კვალიფიციური ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. გამოწვევების გადაწყვეტა კი, მოითხოვს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოქმედებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ექთანია, თუმცა უახლოეს პერიოდში უწყება მათ რაოდენობის აღრიცხვას გააკეთებს, რაც სურათის დანახვაში უკეთესად დაგვეხმარება.
რა ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა კვლევაში, რა იწვევს ქვეყანაში ექთნებისა და ბებიაქალების დეფიციტს და რა ნაბიჯები ბუნდა გადაიდგას იმისთვის, რომ წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარება დავიწყოთ.
სტუმრები: ირინა წეროძე - USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო სექტორის ჩართულობის გუნდის ხელმძღვანელი;
თამარ დაუსი - საექთნო ასოციაცია “ნუმანეს” დამფუძნებელი;