მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვს წელიწადში კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი წლიურად 29%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა

GSS+

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში საჯარო და კერძო ობლიგაციების ბაზარი წლიურად 29%-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდ ლარს მიაღწია.

TBC Capital-ის შეფასებით, ბაზრის ზრდა მონაწილეების მუდმივი აქტივობით, ასევე ახალი ემიტენტების რეგულარული შემოდინებით იყო განპირობებული. ბაზარი ამ დროისთვის აერთიანებს 23 აქტიურ ემმიტენტს და 9 ინდუსტრიას. კომპანიები ობლიგაციებს სხვადასხვა სტრატეგიული მიზნობრიობით უშვებენ, მათ შორის ახალი პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის.

TBC Capital-ის ინფორმაციით, ინვესტორების მოთხოვნა ქართულ კორპორაციულ ობლიგაციებზე წლიდან წლამდე იზრდება. საცალო ინვესტორები ავლენენ გაზრდილ ინტერესს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ, უფრო მსხვილი და ლარში დენომინირებული ობლიგაციები კვლავ მხარდაჭერილია ქართული კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სხვა ინსტიტუციური ინვესტირების მიერ. მათივე ცნობით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი განიცდის გლობალურად ინვესტორების ნაკლებობას, თუმცა ბაზრის მონაწილეების აქტიურობა ქმნის განვითარებისთვის კარგ ნიადაგს.

2024 წელს ბაზარზე ჯამში 23 ემიტენტი იყო, აქედან ახალი მხოლოდ ოთხი. მარტის მდგომარეობით, საჯარო ობლიგაციების ბაზარზე 128 მლნ ლარის მოცულობის ევროში დენომინირებული ობლიგაციაა გამოშვებული. 1.2 მილიარდი ლარი დოლარში ნომინირებული, ხოლო 650 მლნ ლარში ნომინირებული ობლიგაციებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები