მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერაყი, აზერბაიჯანი, იორდანია - საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი გაიზარდა

63be8d7d8f8c7
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 16:27
933
2022 წლის 11 თვეში საქართველომ ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტით 49.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში 19 561 ტონა საქონელი გაიყიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 11 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 2021 წლის ამავე პერიოდის ღირებულებას 70.7%-ით აღემატება, ხოლო მოცულობა 57.8%-ით მეტია. ქვეყნიდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რეალიზების მაჩვენებელი ამ პერიოდის განმავლობაში ბოლო ათი წლის მანძილზე რეკორდულია.

გასული წლის იანვარ-ნოემბერში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საქართველოდან მხოლოდ 6 ქვეყანაში გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ერაყი იყო. ღირებულების მიხედვით საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. ერაყი - 28.1 მლნ დოლარი, 11 814 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 17.8 მლნ დოლარი, 6 288 ტონა;
3. იორდანია - 1.9 მლნ დოლარი, 716 ტონა;
4. ეგვიპტე - 688 ათასი დოლარი, 275 ტონა;
5. სომხეთი - 387 ათასი დოლარი, 327 ტონა;
6. ირანი - 382 ათასი დოლარი, 139 ტონა.

ამავე პერიოდის განმავლობაში ცოცხალი რქოსანი პირუტყვის შესაძენად ქვეყნიდან 3.3 მლნ დოლარი გავიდა, შედეგად ქვეყანამ 740 ტონა საქონელი შეიძინა. ეს რიცხვები 2021 წლის 11 თვის იმპორტს მცირედით აღემატება (2.7 მლნ დოლარი, 728 ტონა). ყველაზე დიდი მოცულობით ცოცხალი საქონელი ესტონეთიდან შემოვიდა, ხოლო ყველაზე მეტი თანხა ამ საქონლის შესაძენად დანიაში გავიდა. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: დანია - 1.2 მლნ დოლარი, 175 ტონა; ესტონეთი - 842 ათასი დოლარი, 231 ტონა; 643 ათასი დოლარი, 164 ტონა; ავსტრია - 293 ათასი დოლარი, 80 ტონა; ერაყი - 244 ათასი დოლარი, 80 ტონა; ლატვია - 62 ათასი დოლარი, 17 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები