ერაყის ნავთობის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიებს შორის $200 მილიარდის მოცულობის შეთანხმებები გაფორმდა. არსებული ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს ხელი აშშ-ში ერაყის პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ერაყის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ნავთობის მინისტრმა, ბასიმ მოჰამედმა აღნიშნა, რომ ეს გარიგებები მიზნად ქვეყანაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სიმძლავრეების გაზრდას ისახავს.
ერაყის ნავთობის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში წიაღისეული საწვავის მოპოვების დღიური სიმძლავრე ამჟამად 4.8 მილიონ ბარელს შეადგენს და ეს მაჩვენებელი ახალი მსხვილი ინვესტიციებით მკვეთრად გაიზრდება.
ცნობისთვის, ერაყი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს მარაგებს ფლობს, თუმცა მოპოვებაზე არსებული ხანგრძლივი შეზღუდვები ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.




























