მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა ერაყმა სუპერტანკერის დაქირავება?

ტანკერი

ერაყის სახელმწიფო ტანკერების კომპანიამ ჰორმუზის სრუტის მიღმა 2 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უკიდურესად დიდი მოცულობის სუპერტანკერი დაიქირავა. როგორც ირკვევა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს სრუტეში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტრანსპორტირების პირველი პრეცედენტია. ამ ნაბიჯით ბაღდადმა ნავთობის საექსპორტო სტრატეგია შეცვალა, რათა სპარსეთის ყურის მიღმა მყოფი მყიდველები მოიზიდოს. საყურადღებოა, რომ აქამდე სუპერტანკერებს ქირაობდნენ უშუალოდ ის მყიდველები, რომლებიც ერაყულ ნედლ ნავთობს სპარსეთის ყურის დასაწყისში, ბასრას პორტში იბარებდნენ.

პარალელურად, უწყება საკუთარი ფლოტის შექმნას გეგმავს და ტანკერების შესაძენად შესაბამის დაფინანსებას ეძებს. ერაყის ნავთობის მინისტრის, ბასიმ მოჰამედ ხუდაირის განცხადებით, გემების ფლობა ექსპორტის სტაბილურობას უზრუნველყოფს და ფინანსურ უკუგებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ირანის ომით გამოწვეული შეფერხებების გამო რეგიონის ნავთობმწარმოებლები ტანკერების დაქირავებას ჩქარობენ, რათა სრუტეში ნედლი ნავთობისა და საწვავის ნაკადები სწრაფად აღადგინონ.

ცნობისთვის, სექტემბრის პირველ ნახევარში ერაყის ნედლი ნავთობის ექსპორტმა დღეში საშუალოდ 2.6 მილიონი ბარელი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი აგვისტოს მონაცემებს აღემატება, ის ომამდე არსებულ დღიურ 3.5-მილიონიან ექსპორტს მაინც ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები