მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტი ომამდელი მაჩვენებლის 81%-მდე აღადგინეს

ნავთობტანკერები

გასულ თვეს სპარსეთის ყურის რეგიონიდან ნავთობის ექსპორტმა ომამდელი დონის 81%-ს მიაღწია.

როგორც ირკვევა, აღდგენის პროცესში წამყვანი როლი საუდის არაბეთმა ითამაშა, სადაც ნედლი ნავთობის ყოველდღიურმა ექსპორტმა 6.6 მილიონ ბარელს მიაღწია, მაშინ როდესაც აგვისტოში ეს მაჩვენებელი 4.2 მილიონ ბარელს შეადგენდა.

Kpler-ის ინფორმაციით, 27-29 სექტემბრის შუალედში დღიური მიწოდება 19.5 მილიონიდან 22.5 მილიონ ბარელამდე მერყეობდა და მან ირანის ომამდელ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა.

რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ექსპორტს, Vortexa-ს ანალიტიკოსების შეფასებით, საწვავის მიწოდება ომამდელი მაჩვენებლის მხოლოდ 60%-ზე იმყოფება, რაც დღეში საშუალოდ 7.3 მილიონ ბარელს შეადგენს, რადგან გადასამუშავებელი ქარხნების უმეტესობა უშუალოდ ჰორმუზის სრუტეზეა დამოკიდებული და თან ზოგიერთი მათგანი ირანის დარტყმების შედეგად დაზიანდა.

ცნობისთვის, წარმოდგენილი კვლევა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, ერაყის, კატარის, ომანისა და ბაჰრეინის მონაცემებს მოიცავს. Kpler-ისა და Vortexa-ს ცნობით, ირანის ნავთობის ექსპორტი ამჟამად ნულოვან ნიშნულამდეა შემცირებული, რასაც აშშ-ის სამხედრო ბლოკადა განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები