გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა, რაც იემენელი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთზე თავდასხმებმა და ჰორმუზის სრუტეში ირანის მხრიდან ტანკერებზე იერიშების განხორციელებამ განაპირობა.
Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1.5%-ით გაიზარდა და ბარელზე $102 შეადგინა. პარალელურად, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 90 დოლარამდე გაძვირდა; ხოლო რუსული Urals-ის ფასი დაახლოებით $121-ის ფარგლებშია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ბაზარი ამჟამად მიწოდების გაუმჯობესებულ დინამიკასა და მუდმივ გეოპოლიტიკურ რისკებს შორის არის მოქცეული. მართალია, რეგიონიდან ნავთობის მიწოდება იზრდება და მან უკვე ომამდელ 81%-იან ნიშნულს მიაღწია, თუმცა ეს ნავთობის გაიაფებას ვერ იწვევს, რადგან ფიუჩერსების ღირებულებას ამჟამად სრულად აკონტროლებენ ჰეჯ-ფონდები და ტრეიდერები, რომლებიც ნებისმიერ ნეგატიურ სიახლეს ფასის გასაზრდელად იყენებენ.
ექსპერტების შეფასებით, სანამ აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებენ, იქამდე ნავთობი ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
























