მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერაყმა ნავთობის მოპოვება 1.5 მილიონი ბარელით შეამცირა

ნავთობი

ერაყმა ნავთობის დღიური მოპოვება თითქმის 1.5 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც ირანის კრიზისის ფონზე ექსპორტის შეჩერებითა და რეზერვუარების გადავსებითაა განპირობებული. ოფიციალური პირების განცხადებით, თუ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია არ აღდგება და ტანკერები პორტებამდე მისვლას ვერ შეძლებენ, მოპოვების კლება, შესაძლოა, დღეში 3 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს. შეზღუდვები უკვე შეეხო რუმეილას, დასავლეთ ქურნა 2-ისა და მაისანის საბადოებს.

ქვეყნის ნავთობის სამინისტროს განმარტებით, მოპოვების მკვეთრი შემცირება ერაყის შიდა გადასამუშავებელი ქარხნების მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს. ცნობისთვის, ერაყის გადასამუშავებელი სიმძლავრე დღეში 1.1 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ანალიტიკოსების შეფასებით, ექსპორტის შეფერხება კრიტიკულ გამოწვევას უქმნის ქვეყნის სამხრეთ პორტებს, სადაც ნავთობის დასასაწყობებლად თავისუფალი ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა.

ცნობისთვის, აშშ-ის, ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის თითქმის სრული პარალიზება გამოიწვია. ჰორმუზის სრუტე, რომელზეც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების 20% მოდის, უკვე მეოთხე დღეა თითქმის სრულად დაკეტილია. შეგახსენებთ ერაყული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები ჩინეთი და ინდოეთი არიან, რომლებზეც 2025 წელს ქვეყნის ჯამური ექსპორტის თითქმის ორი მესამედი მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები