მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერდოღანი კიევში ჩადის

კიევი
BM. GE
04.08.25 19:31
1093

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიევში ჩასასვლელად ემზადება - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთში უკრაინის ელჩმა, ნარიმან ჯალალმა უკრაინულ მედიას მიაწოდა.

მან განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ერდოღანის სტუმრობისთვის უკვე ემზადება და ის პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევით გაიმართება.

შეხვედრის დეტალებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი უკრაინა-თურქეთის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება იქნება. ცხადია, საუბარი მიმდინარე ომს და თანამშრომლობის გაღრმავების გზებსაც შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე თურქეთმა ორ მხარეს შორის შუამავლის როლი მოირგო და ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. ქვეყნის პრეზიდენტმა არაერთ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებაში მომლაპარაკებლის როლიც მოირგო. მისი შუამავლობით შედგა 2022 წლის ხორბლის ექსპორტის შეთანხმება და მოხერხდა ათობით ათასი სამხედრო პატიმრის გაცვლა. აღსანიშნავია, რომ ერდოღანი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დამოუკიდებლობას ან რუსეთის ნაწილად ყოფნას დღემდე არ ცნობს და მას უკრაინის ნაწილად აღიარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები