მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერეკლე ღვინიანიძემ თანამშრომლებს ბიუროს დღე მიულოცა

61571651c0f96
ინგა მურუსიძე
01.10.21 18:55
258
"აღმასრულებლებმა, აღსრულების პოლიციამ და, ზოგადად, აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდმა, დღეს კიდევ უფრო ეფექიანად უნდა ვიმუშაოთ, რომ სააღსრულებო სისტემა ქვეყანაში მაქსიმალურად სწრაფი, მომხმარებელზე ორიენტირებული და გამჭვირვალე იყოს“, - ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, თანამშრომლებს მიულოცა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის 50 თანამშრომელს პირად საქმეში მადლობა გამოუცხადა.

ბიუროს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უწყების მიღწევებსა და უკვე დანერგილი სერვისების ეფექტურობას. საუბარი შეეხო, დაგეგმილ რეფორმებსა და სერვისების განვითარების კუთხით მიმდინარე ცვლილებებს.

ინფორმაციისთვის:სიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შექმნიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 1 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები