მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები

ერევანი

ერევანში, პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ყუმბარა აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაჭრილები.

რუსულ გაოცემა armlur.am-ის ინფორმაციით, პოლიციის შენობაში შეიჭრნენ ორგანიზაცია „საბრძოლო ძმობის“ წევრები, რომლებიც ორგანიზაციის იმ წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ვინც პოლიციამ დღეს დილით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

შეგახსენებთ, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ერევნისკენ მიმავალ თვითმფრინავში მგზავრი ავიდა და განაცხადა, რომ ზურგჩანთაში ბომბი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები