მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერიკ ტრამპმა თბილისის "ტრამპ თაუერის" რენდერი გამოაქვეყნა

ტრამპ თაუერი

დონალდ ტრამპის შვილმა ერიკ ტრამპმა, რომელიც ამავე დროს The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, X-ზე Trump Tower-ის ოფიციალური რენდერი გამოაქვეყნა.

"ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს. პრემიუმ ლოკაციით თბილისის შუაგულში, ეს თაუერი სწრაფად იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია მისი განხორციელება", - წერს ერიკ ტრამპი X-ზე.

თბილისში ახალი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება. The Trump Organization-ი პროექტს ქართულ კომპანიებთან არქისა და „ბიოგრაფი ლივინგთან“ პარტნიორობით განახორციელებს.

ვრცლად ამ თემაზე: თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება - ვინ არიან პარტნიორები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები