მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება - ვინ არიან პარტნიორები?

ტრამპთან ქართველი ბიზნესმენები

Trump Organization-ი ქართველ პარტნიორებთან ერთად თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობას გეგმავს. ეს პროექტი დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. იგი ფუფუნების კლასის საცხოვრებელ ბინებსა და სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემის მასალაშია აღნიშნული, Trump Organization-ი საქართველოში მშენებლობას "არქისა" და Biograpi Living-ის კონსორციუმთან ერთად განახორციელებს. პროექტში ჩართული იქნება ასევე, ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapir Organization-იც, რომელიც ტრამპთან წარსულშიც თანამშრომლობდა.

WSJ-ის მიხედვით, ცათამბჯენი გააერთიანებს მაღალი დონის საცხოვრებელს და რითეილ და სასტუმროს სტილის ინფრასტრუქტურას. დიზაინერი იქნება არქიტექტურული კომპანია Gensler-ი.

ამერიკული გამოცემა თავის მასალაში აღნიშნავს, რომ Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტის და ასევე დონალდ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თქმით, აღნიშნული ცათამბჯენი საქართველოში კომპანიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს დაამკვიდრებს.

"ახალი პროექტი ასევე აცოცხლებს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის უცვლელ ისტორიას", - წერს გამოცემა.

Sapir Organization-ის ხელმძღვანელი ალექს საპირი კი, ამ წამოწყებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, მისმა კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე ლიცენზირებისა და ბრენდირების სტრატეგია გააძლიერა. მსგავსი პროექტების განხორციელება უკვე ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში დაიწყო.

ცნობისთვის, მას საქართველოსთან მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს საქართველოში Trump-ის ბრენდის დაბრუნების მეორე მცდელობაა. 2012 წელს ბათუმში დაგეგმილი პროექტი, მაშინ ტრამპის თქმით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები