მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერიკ ტრამპმა Trump Vodka-ს წარმოება დაიწყო

trumo vodka

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა Trump Vodka-ს წარმოება დაიწყო. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, მსურველებს დღესვე შეუძლიათ ვებგვერდიდან პრეზიდენტის არაყის შეძენა.

როგორც ცნობილია პირველი 4745 ბოთლი Special Edition-ის სახელით გაიყიდება და საკოლექციო კატეგორიას განეკუთვნება. ოქროსფერი შეფუთვისა და ხმაურიანი მარკეტინგის მიუხედავად, საიუბილეო ბოთლის ფასი 750 მილილიტრზე 75 დოლარს შეადგენს. ცხადია, ბოთლების რაოდენობა – 4745 სიმბოლურია, რადგან ტრამპი აშშ-ის 47-ე და 45-ე პრეზიდენტია.

ჩვეულებრივ ბოთლს რაც შეეხება, კლასიკური Trump Vodka-ს ფასი 47.45 დოლარს შეადგენს, რაც ასევე სიმბოლურია.

როგორც პროდუქტის აღწერაშია მოცემული, Trump Vodka კომპრომისებზე უარისთქმით შექმნილი უმაღლესი ხარისხის სასმელია, რომელიც სიმამაცეს, ამბიციებს, სიამაყესა და დიდებისკენ სწრაფვას გამოსახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები