მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვა

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ამბობენ მერიაში.