მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკსა და ილიას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

63fe05cd110e6
BM.GE
28.02.23 17:45
608
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ეროვნულ ბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

"ფინანსური განათლება, როგორც მომხმარებელთა უფლებების ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამის დასტურად სულ ცოტა ხნის წინ ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგიაც შევიმუშავეთ. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ერთი მხრივ ახალი პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების წრის გაფართოებას და მეორე მხრივ არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას ვცდილობთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ბოლო წლებში ფინანსური განათლების მიმართულებით თანამშრომლობის წარმატებული ისტორია გვაქვს, იგი სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი ორგანიზაციაა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, აღსანიშნავია ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE/DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო "ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება" ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ერთ-ერთი კურიკულუმის დამატებით სახელმძღვანელოთა სიაშიც იქნა შეტანილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, დარწმუნებული ვარ, ამ მემორანდუმით გამოთქმული მზადყოფნა ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები