მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკში მოქმედებს ფასეულობის შენახვისა და დაცვის თანამედროვე სტანდარტი - სებ

სები
24.05.24 22:37
1388
სტატიაში საუბარია:

"სებ-ში მოქმედებს უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი აქტივის (მათ შორის, ოქროს ზოდების) ტრანსპორტირების, შენახვისა და დაცვის სათანადო პირობებს", - ასე უპასუხეს სებ-ში რომან გოცირიძეს, საქართველოში ოქროს ზოდების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვაზე.

საქმე ის არის, რომ სებ-მა 7 ტონა ოქრო იყიდა, რომლის ჩამოტანასაც თბილისში გეგმავს. რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ მისი თბილისში შენახვა სარისკო ნაბიჯია და სებ-ს მოუწოდებს არ ჩამოიტანოს. სწორედ აღნიშნულ საკითხზე მან სებ-ს კითხვებით მიმართა და მათი დაბრუნებული პასუხი კითხვაზე თავის არიდებად ჩათვალა.

BMG-ის საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ პარლამენტარ რომან გოცირიძის სადეპუტატო შეკითხვისთვის თავი არ აურიდებიათ და მას კანონით დაგეგნილ ვადებში უპასუხეს. სებ-ის საპასუხო წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში მოქმედებს უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი აქტივის (მათ შორის, ოქროს ზოდების) ტრანსპორტირების, შენახვისა და დაცვის სათანადო პირობებს. ამასთან, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „.“ და „.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის გადაზიდვასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ ობიექტების, სადაც ხორციელდება ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები, ტექნიკური მდგომარეობის, დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ზემოაღნიშნულისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, დაკმაყოფილებული უსაფრთხოების სტანდარტების, შესაბამისი შემოწმებების, ექსპერტების, დაგეგმილი ოპერაციებისა თუ პროცედურული ვადების შესახებ", - წერია სებ-ის პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები