საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა, 999.9 სინჯის ოქრო იყიდა, რომლის ჩამოტანასაც სებ-ი თბილისში გეგმავს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ს მოუწოდებდა, რომ ოქრო საქართველოში არ ჩამოეტანათ.
გოცირიძის თქმით, იგი ახლაც იგივე პოზიციაზეა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მრავალმხრივად სარისკო ნაბიჯია. როგორც ის ამბობს საკითხზე ეროვნულ ბანკს მიმართა და მათ უპასუხეს, რომ "სებ-ში მოქმედებს უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი აქტივის (მათ შორის, ოქროს ზოდების) ტრანსპორტირების, შენახვისა და დაცვის სათანადო პირობებს".
"ეროვნულმა ბანკმა პასუხს თავი აარიდა. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, ეროვნულ ბანკმა ოქრო ისე იყიდა, რომ არ ჰქონდა მისი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შენახვის პირობები. საერთაშორისო ექსპერტების რჩევით, შესაბამისი საცავის მომზადებამდე ოქროს ჩამოტანა გადაიდო. როგორც ირკვევა, საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ პირობებში შენახვისას ოქრო დაკარგავს თავის საბაზრო ღირებულებას. როგორც ირკვევა, ოქრო უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 15-20 გრადუსი ტემპერატურისა და არაუმეტეს 60 პროცენტის ოდენობით ჰაერის ტენიანობის პირობებში. რომან გოცირიძე მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს, რომ ოქრო არ ჩამოეტანათ საქართველოში და დღესაც იგივე პოზიციაზეა. ეს არის სარისკო ნაბიჯი მრავალმხრივად", - ამბობს რომან გოცირიძე.
რაც შეეხება სებ-ის პასუხს, Bm.ge უცვლელად გთვაზობთ: