საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო რეზერვებში ოქროს დამატების მიზნით, მონეტარული ოქრო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისგან (BIS) შეიძინა.
შესაბამისი კითხვით სებ-ს BMG-მ მიმართა.
ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ BIS-ი სებ-ის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორია.
"BIS საბანკო მომსახურებას ექსკლუზიურად ცენტრალურ ბანკებს უწევს, არის უსაფრთხო და სანდო პარტნიორი“, - ნათქვამია სებ-ის წერილობით პასუხში.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (BIS) 1930 წელს დაარსდა. მისი მთავარი ოფისი შვეიცარიის ქალაქ ბაზელშია განთავსებული. ამჟამად BIS-ის წევრი მსოფლიოს 63 ქვეყნის ცენტრალური ბანკია.
საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირება და გლობალური ინფლაციის რისკები ის ორი მთავარი ფაქტორია, რითაც საქართველოს ეროვნულ ბანკში $500 მილიონის დოლარის 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის გადაწყვეტილებას ხსნიან.
ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება, თუმცა სებ-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.
როგორ გაჩნდა ეროვნულ ბანკში 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის იდეა? - ინტერვიუ
რატომ გადაწყდა 7 ტონა ოქროს ლონდონიდან ჩამოტანა და სებ-ის საცავში შენახვა?