მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ზოგადი განათლების რეფორმა

განათლების პოლიტიკის განახლებული მიზნები და ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა - გუშინ გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას, „ზოგადი განათლების რეფორმის“ ხედვა წარუდგინა. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ზოგადი განათლების სისტემა ქართულ იდენტობას დაეფუძნება და “მოსწავლე ეროვნულ საწყისებზე გაიზრდება. კიდევ რამდენიმე სიახლე, რაც გუშინ დაანონსდა: სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელფასო პოლიტიკა პროფესიული განვითარების სქემას გამოეყოფა. მინისტრის განმარტებით, ცალკე იქნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსის მიუხედავად, თითოეულ პედაგოგს ღირსეულ ანაზღაურებას განუსაზღვრავს და პარალელურ რეჟიმში მოხდება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შეიცვლება საგნობრივი სტანდარტები. ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებას სამინისტრო 2024 წლის გაზაფხულზე დაასრულებს და ამის შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც შეცვლის. სკოლებში დაბრუნდება ე.წ ეროვნული შეფასება. პირველ ეტაპზე ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები მე-6 და მე-9 კლასებში შემოვა, მე-12 კლასში კი განმსაზღვრელი შეფასების შემოტანა განიხილება, რაშიც მოიაზრება ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს ან პროფესიულ განათლებაში, რა პროცესიც 2027 წელს უნდა დასრულდეს. და ბოლოს ხელფასები, 2024 წლის განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი 2 მილიარდ 508 მილიონ ლარიდან, 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით, რაც მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.

2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება. რა იცვლება განათლების სისტემაში, რამდენად სწორად აქვს სამინისტროს დანახული პრობლემები და სად მიგვიყვანს ეს რეფორმა?

სტუმრები: გიორგი მელაძე - ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორი და დამფუძნებელი;

შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები