მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტების გაყიდვას სერიიდან "საქართველოს მეფეები"

61b7256a38d53
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 15:30
2201
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტების გაყიდვას სერიიდან "საქართველოს მეფეები".

სებ-ის ინფორმაციით, თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა კი 2021 წლის 15 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 16 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში.

საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ ბმულზე.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები