მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

64ad5c7dbe4d1
BM.GE
11.07.23 17:41
1050
სტატიაში საუბარია:
2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი შესრულდება. 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს საკოლექციო 5 ლარის ნომინალის სპილენძ-ნიკელის, ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად და ესკიზების შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურსს.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები