მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: ბანკებს ბუფერების შევსება 2 წლის ვადაში მოუწევთ

60361e16ba4d3
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.21 13:35
488
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, შემდგომი კომიტეტის სხდომიდან, ანუ 2 ივნისიდან 2 წლის ვადაში კომერციულმა ბანკბემა უნდა დაიწყონ იმ ბუფერების შევსება, რომლებიც მათთვის 2020 წელს კრიზისის დაწყების დროს გამოთავისუფლდა.

საუბარია სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერსა და კონსერვაციის ბუფერზე. ასევე, 2021 წლის მარტში ამოქმედდება კონცენტრაციისა და GRAPE ბუფერების ახალი განაკვეთებიც.

“სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, 2 წელი. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა.

ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს,”- აცხადებს ეროვნული ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები