მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი სესხებსა და ანაბრებს არ გასცემს - სები მოქალაქეებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას თაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებს და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც თაღლითები ეროვნული ბანკის სახელით სარგებლობენ, მოქალაქეებს უკავშირდებიან და მათ სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას მათ შორის სესხების გაცემას ან ანაბრების გახსნას სთავაზობენ. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სები წარმოადგენს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, ის არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არც ანაბრებს ხსნის.

სებ-ი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაენდონ საეჭვო ზარებსა თუ შეტყობინებებს, არ გადარიცხონ თანხები უცნობ ანგარიშებზე და არ გაანდონ პერსონალური ან საბანკო მონაცემები მესამე პირებს. რა ტიპის ფიშინგია ამჯერად ქვეყანაში აქტუალური და როგორ გავარჩიოთ სანდო ინფორმაცია ტყუილისგან?

სტუმარი: ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაცია, კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები