მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: წელს უძრავი ქონება 6%-ით გაძვირდება

ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით, უძრავი ქონება მომავალ წლებშიც გაძვირდება. თუკი 2023 წელს ზრდა ლარში 12,5% იყო, მიმდინარე წელს 6%, მხოლოდ 2025-2026 წწ-ში 5,5% იქნება. სებ-ი მოელის, რომ გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურების კვალდაკვალ, უძრავ ქონებაზე საგარეო მოთხოვნას შიდა მოთხოვნა ჩაანაცვლებს, ეს კი საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდას ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულს გახდის.

სტუმარი: მარიამ ხარაიშვილი - სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები