მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია დაინიშნება - რუსთავი 2

კონსტანტინე გამსახურდია კოკო გამსახურდია
11.01.24 18:46
2120

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ თავად კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, "რადგან 11 წელი ბევრია". გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს. გამსახურდია 2008-2012 წლებში საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, კონსტანტინე გამსახუდიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1983 წელს, ასპირანტურა 1986 წელს.

1986-1992წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2005წწ. სახელმწიფო მთარგმნელი და ევრაზიის ექსპერტი; 1997-2004წწ. შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი; 2004-2015წწ. პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" თავმჯდომარე; 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. 2009-2011წწ. საქართველს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2011წწ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავჯდომარე; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კ. გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა. წიგნებისა და ფილმის ავტორი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი.

სადისერტაციო თემა - "ადრე ქრისტიანული ქართლის კულტურები III-V ს-ში", მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

რა არის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი - იხილეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები