მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან ვაჭრობას არ ვაჩერებთ - ღარიბაშვილი

645cfbc84e796
მარიამ ვარადაშვილი
11.05.23 18:32
969
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

ასე უპასუხა ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მისთვის უცნაურია, როცა რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას საქართველოს მთავრობა მიესალმება.

“ქალბატონი დეგნანის განცხადება არ მომისმენია, თუმცა რაც თქვენ მითხარით [მისი განცხადება] მინდა გიპასუხოთ, რომ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ როგორც ეროვნული, სუვერენული სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით. ამიტომ მჯერა, რომ იგივე ქალბატონი დეგნანი და ჩვენი ევროპელი მეგობრები ჩვენს მდგომარეობას კიდევ ერთხელ გაითვალისწინებენ. მათთან საუბარი გვექნება კიდევ ერთხელ და გაგებით მოეკიდებიან იმ ფაქტს, რომ ვაჭრობასა და ეკონომიკას არ ვაჩერებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

ვრცლად დეგნანის განცხადება ნახეთ აქ: არავის სჯერა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე - დეგნანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები