მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, კელი დეგნანს ვადა ეწურება, ის ელჩის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. მას რობინ დანიგენი შეცვლის.

ვინ არის რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები