მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო იყიდა, რომელიც სავალუტო რეზერვებში განთავსდება

ოქრო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო შეიძინა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქრო ამიერიდან მათ სავალუტო რეზერვებში დაიკავებს ადგილს. სებ-ის თანახმად, ოქროს რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სებ-მა 2024 წლის 1 მარტის საბჭოს სხდომაზე მიიღო.

არსებული მდგომარეობით უნცია ოქროს საფასურია 2,336 დოლარი, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქროს ღირებულება 17%-ით გაიზარდა.

არსებული მდგომარეობით, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 11% მოდის.

"სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები