მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ჩვენი საერთო ძალისხმევით შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა - პაპუაშვილი

63fc9213e6386
BM.GE
27.02.23 21:45
870
სტატიაში საუბარია:
„სასიხარულოა, რომ ეროვნულმა ბანკმა ღირსეულად და პროფესიონალურად გაართვა თავი გარე თუ შიდა გამოწვევებს და ჩვენი საერთო ძალისხმევითა და მხარდაჭერით, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა. მადლობას ვუხდი კობა გვენეტაძეს გაწეული საქმიანობისთვის",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმართეს.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წარმატებულმა პარტნიორობამ მოიტანა ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობა.

„მისასალმებელია, რომ ამ წლების მანძილზე პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობები, მათ შორის, ამ პარტნიორობამ მოგვცა ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა, რამაც, თავის მხრივ, წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობასა და მათ ეფექტიანად, ღიად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებაში. პარლამენტის დადგენილებით უკვე მივიღეთ 2023-2025 წლების საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შემდგომ უზრუნველყოფაზე მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დასაცავად",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან, გაწეული საქმიანობისთვის კობა გვენეტაძეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც გახლავთ უშუალო პარტნიორი ეროვნული ბანკის, ისე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტების. ამ პარტნიორობამ, ურთიერთობამ და ნდობაზე დამყარებულმა თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ პარლამენტს ჰქონოდა ყოველთვის ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან.

რამდენიმე წელი ამ მოწვევის პარლამენტში ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის იყო განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებში. საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში მისი ბიუჯეტის და ფინანსური გამჭვირვალობის მხრივ, რაშიც ეროვნული ბანკის წვლილიც დიდია, ისევე როგორც პარლამენტის, რომელიც ამ საკითხებს კოორდინირებს და საკანონმდებლო ჩარჩოს აძლევს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები