საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში $29 მილიონი იყიდა - ამის შესახებ Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში 2024 წელს სებ-მა იყიდა 483 მილიონი დოლარი და გაყიდა 917 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს რომ წმინდა გაყიდვებმა 435 მილიონი დოლარი შეადგინა. სწორედ ამდენით შემცირდა საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 2024 წელს უშუალოდ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების გამო.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 562 მილიონი დოლარის კლებას წარმოადეგნს. ამ შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სებ-ის მიერ გასულ წელს (ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში) განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო.
2024 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები გაზარდა. სწორედ აღნიშნულის და სებ-ის მიერ 29 მილიონი დოლარის შესყიდვით, 2024 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვების ზომა 324 მილიონი დოლარით გაიზარდა.