მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა „მიკრობანკი კრისტალი“ 15 000 ლარით დააჯარიმა

მიკრობანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „მიკრობანკი კრისტალი“ ფულადი ჯარიმით დასაჯა. რეგულატორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას ჯამურად 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, სანქციის მიზეზი ანგარიშგების წესების დარღვევა გახდა. კერძოდ, საქმე ეხება სებისთვის ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებს.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევა მოიცავს:

  • ინფორმაციის დადგენილი ფორმით წარუდგენლობას;
  • არაზუსტი ან მცდარი მონაცემების მიწოდებას;
  • ანგარიშგების წარდგენის ვადების დარღვევას.

სებმა გადაწყვეტილება მიკრობანკებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის საფუძველზე მიიღო (მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული წესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებით არის დამტკიცებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები