საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო B კრედიტი“ 4 000 ლარით დააჯარიმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი ვახტანგი დაბახიშვილია, ხოლო 100%-ის მფლობელი თამარ მარშანია.



























