მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა მისო "პიაცა კაპიტალი" დააჯარიმა - მიზეზები

ეროვნული ბანკი
22.05.26 14:41
401

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პიაცა კაპიტალი“ 17 300 ლარით დააჯარიმა.

22 მაისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია შემდეგი დარღვევებისთვის დაჯარიმდა:

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევა - ჯარიმა 6,000 ლარი.

    მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენა - ჯარიმა 300 ლარი.
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 2 ფაქტი - ჯარიმა 4,000 ლარი.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 მაისის №395-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად 2021 წლის 1 ივლისის №460-1კ წერილით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის 1 ფაქტი - ჯარიმა 7,000 ლარი.

შპს „პიაცა კაპიტალი“ 2013 წელს დაარსდა. სამეწარმეო ამონაწერით, დირექტორი სულხან ჯორთმენაძეა, რომელიც ასევე 20%-ს ფლობს, 60%-იანი წილი ეკუთვნის სს ჰეგან სა-ს/შვეიცარია/, ხოლო 20% ვაჟა ბოლქვაძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები