მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში $2.5 მლრდ გადმოირიცხა - ყველაზე მეტი აშშ-დან და იტალიიდან

საქართველო

2026 წლის 8 თვეში საქართველოში 2.5 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც წლის ჭრილში 7%-იანი ზრდაა.

სების ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მეტი გადმორიცხა აშშ-დან ფიქსირდება და მასზე მთლიანი გადმორიცხვების 19% მოდის, შემდეგია იტალია 17%-იანი წილით, რუსეთზე კი 12% მოდის.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის გადმორიცხვების ძირითადი წყაროა, კლება მხოლოდ რუსეთიდან ფიქსირდება, წლიურად 2.6%-ის ოდენობით.

რუსეთის გარდა, კლება ასევე ფიქსირდება ყირგიზეთიდან 40.39%-ით, 40 მლნ დოლარამდე, ირლანდიიდან კი 13.6%-ით, 40.2 მლნ დოლარამდე.

ფულადი გზავნილების 8 თვის სტატისტიკა, 10 ძირითადი ქვეყნის მიხედვით ასეთია:

2026 ($ მლნ) წილი მთლიან გზავნილებში წლიური ცვლილება (%)
აშშ $487.70 19.13% +10.4%
იტალია $435.92 17.10% +7.7%
რუსეთის ფედერაცია $296.89 11.64% -2.6%
გერმანია $228.97 8.98% +13.51%
ისრაელი $219.98 8.63% +21.56%
საბერძნეთი $209.58 8.22% +10.55%
თურქეთი $89.27 3.50% +25.7%
ესპანეთი $69.93 2.74% +14.1%
ყაზახეთი $56.32 2.21% +1.05%
საფრანგეთი $50.59 1.98% +12.21%

აგვისტოში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა - მთავარი მიზეზი რუსეთიდან კლებაა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები