მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო 29 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. კერძოდ, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი" 16 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სს „მისო ქართული კრედიტი" - 13 000 ლარით.

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის" 6 000 ლარით დაჯარიმების მიზეზი გახდა სებ-ისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის სამი შემთხვევა. ამავე მიზეზით დაჯარიმდა სს „მისო ქართული კრედიტიც", რომელსაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 6 შემთხვევისთვის 12 000 ლარი დაეკისრა.

ამასთან, გამოვლინდა შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის" მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 10 შემთხვევა, რისთვისაც კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა. ანალოგიური მიზეზით, ერთი შემთხვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდა სს "მისო ქართული კრედიტი".

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები