მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა "პეისერა ბანკი " და "ზირაათ ბანკი" დააჯარიმა - მიზეზები

ბანკი

ეროვნულმა ბანკმა 2 ბანკი "პეისერა საქართველო" და "ზირაათ ბანკი" დააჯარიმა.

"პესერასთვის" გამოწერილი ჯარიმის მოცულობა 46 000 ლარია, ხოლო "ზირაათ ბანკის" შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა 25 000 ლარია.

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, "პეისერა საქართველოს" დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:

  1. 3 კლიენტის მიმართ, დარღვეულია კლიენტის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პირობა;
  2. 3 კლიენტთან მიმართებით, ჩარიცხვის მიღება მითითებულია სხვა ქვეყნიდან და მითითებულია სხვა. ხოლო 2 კლიენტთან მიმართებით ვერიფიკაციის მიზნებისთვის პირველი ჩარიცხვის ოპერაციის მიღება არ მოხდა კლიენტის რეგისტრაციის ქვეყნიდან;
  3. 1 კლიენტთან მიმართებით რისკის მინიჭება არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით;
  4. 1 კლიენტთან მიმართებით არ მოხდა მაღალი რისკის მქონე კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების თაობაზე ხელმძღვანელობისგან ნებართვის მიღება.

"ზირაათ ბანკის" დაჯარიმების მიზეზებია:

  1. 1 კლიენტთან მიმართებით კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა;
  2. ნგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დარღვევა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2024 წელს მხოლოდ 2 ბანკი დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები