მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, სებ-მა მხოლოდ 2 ბანკი დააჯარიმა - როგორია სტატისტიკა წლების მიხედვით

სებ

ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2024 წელს მხოლოდ 2 ბანკი დააჯარიმა. წლის დასაწყისში, 12 იანვარს "ბაზის ბანკი" და 19 ნოემბერს - "საქართველოს ბანკი".

ცნობისთვის, ცენტრალური ბანკის გვერდზე ხელმისაწვდომია სტატისტიკა 2020 წლიდან. BM.GE გთავაზობთ ბოლო 4 წლის მონაცემებს დაჯარიმებული ბანკების და ჯარიმის მოცულობების მიხედვით.

2020 წელი

რომელი ბანკები დააჯარიმა სებ-მა 2020 წელს სახელები მითითებული არ არის. თუმცა, დაჯარიმებულია 4 ბანკი. ჯამში 559 000 ლარით.

ფულადი სანქციის მოცულობები კი, შემდეგია: 25 ათასი ლარი, 228 ათასი ლარი, 258 ათასი ლარი, 48 ათასი ლარი.

2021 წელი

  1. „იშბანკი საქართველო“ - 20 ათასი ლარი;
  2. "ლიბერთი ბანკი" - 149 500 ლარი.

2022 წელი

  1. "თიბისი ბანკი" - 928 ათასი ლარი;
  2. "ზირაათ ბანკი საქართველო" - 20 ათასი ლარი;
  3. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 70 ათასი ლარი;
  4. "პროკრედიტ ბანკი" - 25 ათასი ლარი;
  5. „კრედო ბანკი“ - 44 ათასი ლარი;
  6. "სილქ როუდ ბანკი" - 29 500 ლარი;
  7. „პაშა ბანკი საქართველო“ - 38 ათასი ლარი.

2023 წელი

  1. "ტერაბანკი" - 41 ათასი ლარი;
  2. "ბანკი ქართუ" - 64 ათასი ლარი;
  3. „კრედო ბანკი“ - 30 ათასი ლარი;
  4. „ლიბერთი ბანკი“ - 75 ათასი ლარი;

2024 წელი

  1. "ბაზის ბანკი" - 32 800 რალი;
  2. "საქართველოს ბანკი" - 95 ათასი ლარი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები