მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შეამცირა

BM.GE
29.04.20 14:24
910
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე ამცირებს. გადაწყვეტილება ონლაინ პრესკოფერენციაზე სების პრეზდენტმა ცოტახნის წინ გამაოცხადა. „კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა”, - ასეთია კობა გვენეტაძის პროგნოზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები